ახალციხელი კარატისტები საქართველოს ჩემპიონატისთვის ემაზდებიან. 20 სპორტსმენი შეჯიბრში მონაწილეობის მისაღებად ბოლნისში გაემგზავრება.
ისინი ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა რეგიონებიდან ჩასულ თანატოლებს შეეჯიბრებიან. როგორც საქართველოს კარატე დო შიტორიოს, შიტოკაის ასოციაციის პრეზიდენტი სამცხე–ჯავახეთში, მამუკა ზუმბაძე აღნიშნავს, ჩემპიონატში დამწყები კარატისტები პირველად იასპარეზებენ, რაც მათთვის ერთგვარი გამოცდილების მიღება იქნება. გარდა ამისა, ტურნირი რამდენიმე ასაკობრივ კატეგორიაში გაიმართება და მონაწილეობას დამწყებ სპორტსმენებთან ერთად, გამოცდილი კარატისტებიც მიიღებენ.