”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ახალციხე 9 მაისისთვის ემზადება

ახალციხე 9 მაისისთვის ემზადება. ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახურის სამცხე–ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს ხელმძღვანელი დავით ფეიქრიშვილი „მეცხრე არხთან“ განმარტავს, რომ კულტურული  ღონისძებები 11:00 საათზე, ახალციხის ცენტრალურ პარკში 9 აპრილის მემორიალთან დაიწყება და თამარაშვილის ქუჩაზე 9 მაისის მემორიალთან გაგრძელდება.

ამ დღესთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები სახელმწიფოსაგან 1000–1000 ლარს მიიღებენ. ადგილობრივი თვითმართველობა კი ომის მონაწილეებს  ერთჯერადად  150-დან 250–მდე ლარს  ჩაურიცხავს.

ასევე, ფაშიზმზე გამარჯვების 70 წლისთავთან დაკავშირებით, ვეტერანებს მედლები და პრემიერ–მინისტრისგან სიმბოლური საჩუქრები გადაეცემათ.

ახალციხის გარდა ფაშიზმზე გამარჯვების დღეს აღნიშნავენ სამცხე–ჯავახეთის სხვა მუნიციპალტეტებშიც.

რეგიონში სულ 97–ი, ხოლო ახალციხეში 16–ი მეორე მსოფლიო ომის მონაწილეა.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე