”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ახალციხეში “ევროკავშირის დღეები” გაიხსნა

რა? სად? როდის? , ფორტ ბოიარდი, ფლეშმობი, ესეებისა და პოსტერების კონკურსი – ეს იმ აქტივობების ჩამონათვალია, რომლებიც პროექტის ,,ევროკავშირის დღეების“ ფარგლებში ჩატარდება. ღონისძიებები ერთი თვის განმავლობაში ახალციხის მერიისა და სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხადაჭერით გაიმართება.

პროექტის მიზანი ახალგაზრდების ინფორმირება და საზოგადოებაში ევროკავშირზე არსებული მცდარი შეხედულებების დამსხვრევაა. ორგანიზატორების განმარტებით, ევროკავშირის დღეების ფარგლებში ტრენინგებისა და საინფორმაციო ხასიათის შეხვედრების ჩატარებაა დაგეგმილი. პროექტში მონაწილეობას ქალაქ ახალციხის სკოლის მოსწავლეები მიიღებენ, ღონისძიებების ორგანიზებასა და კოორდინირებაში სტუდენტები ჩაერთვებიან.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე