”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ვეტერანთა საქმეების რეგიონული სამმართველოს უფროსად დავით ფეიქრიშვილი დაინიშნა

ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახურის სამცხე-ჯავახეთის  რეგიონულ სამმართველოს ახალი უფროსი ჰყავს.

ამ თანამდებობაზე დავით ფეიქრიშვილი დაინიშნა. როგორც იგი „მეცხრე არხთან“ აცხადებს სხვადასხვა  საჯარო  სამსახურში სამუშაო გამოცდილება აქვს, არის აფხაზეთისა და ცხინვალის ომის მონაწილე. ფეიქრიშვილი ფიქრობს, რომ ცხოვრებისეული გამოცდილებით, სამცხე-ჯავახეთში მცხოვრები ვეტერანებისათვის ბევრს გააკეთებს.

 

იგი  აღნიშნულ თანამდებობაზე სამთვიანი გამოსაცდელი ვადით 20  აპრილს დაინიშნა. აღნიშნული დროის ამოწურვის შემდეგ კი  პოსტს  ოფიციალურად კონკურსის წესით დაიკავებს.

გარდა ამისა ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახურის სამცხე-ჯავახეთის  რეგიონულ სამმართველოს, ექვსივე მუნიციპალიტეტში წარმომადგენელები ეყოლება, რომლებიც  უახლოს დღეებში დაინიშნებიან.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე