”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

გენდერულ საკითხებში არსებული პრობლემები

საქართველოს პარლამენტში კვოტირების სისტემის დანერგვის ინიციატივამ კანონმდებლების მხარდაჭერა ვერ მოიპოვა. გაეროს ლიკვიდაციის კომიტეტი საკუთარ რეკომენდაციებში საქართველოს მთავრობას სპეციალური დროებითი ღონისძიებების გატარებას ურჩევს, რათა პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალთა მონაწილეობის კვოტირება დაწესდეს.

ანი მურადაშვილი 3–ე კურსის სტუდენტია. როგორც თავად ირწმუნება, იმის გამო, რომ სუსტი მდედრობითი წარმომადგენელია – სამსახურში არ მიიღეს. მან ახალციხეში ერთ–ერთ გამოცხადებულ ვაკანსიაზე რეზიუმე შეავსო. მიუხედავად იმისა, რომ  სტუდენტი ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებდა, სქესის გამო დაიწუნეს. ანი მიიჩნევს, რომ მსგავსი პრობლემები ქალებს სოფლებსა და რეგიონებში უფრო მეტად აწუხებთ.

გენდერულ საკითხებში არსებული პრობლემები აწუხებს მდედრობითი სქესის წარმომადგენელს,  რომელმაც საკუთარი თავის იდენტიფიცირება არ ისურვა, თუმცა საზოგადოების მენტალობაზე, ტრადიციებსა და ოჯახის მხრიდან არსებულ წინააღმდეგობაზე საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე ,,მე-9არხთან” გულახდილად საუბრა.

გენდერული უთანასწორობის პრობლემებზე ახალციხის ქალთა ოთახის მენეჯერიც საუბრობს. ნინო რუხაძე ამბობს, რომ საზოგადოებრივ ცხოვრებაში  მდედრობითი სქესის პასიურობა სოფლის მხარდაჭერის პროგრამაში მათი ჩართულობიდანაც ნათლად ჩანს. 2015 წლის პრიორიტეტების შერჩევაში ქალების 5 პროცენტზე ნაკლები  მონაწილეობდა. ქალთა ოთახის მენეჯერი ფიქრობს, რომ გენდერულ ბალანსზე  ადგილობრივმა თვითმართველობამ უნდა იმუშაოს.

ახალციხის მერიის მთავარი სპეციალისტი გენდერულ საკითხებში განმარტავს, რომ ადგილობრივ თვითმართველობაში გენდერული ბალანსი ნაწილობრივ დაცულია,მისივე თქმით მერიაში სულ რვა სამსახურია მათგან ხუთს ქალბატონი ხელმძღვანელობს.

ახალციხის მერიაში 34 კაცი და 28 ქალი მუშაობს. ამ ციფრებს ადგილობრივ ხელისუფლებაში მნიშვნელოვან გენდერულ დისბალანსად არ თვლიან. საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ ბოლო წლებში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მოსახლეობის დამოკიდებულება უმნიშვნელოდ, მაგრამ მაინც შეიცვალა და გენდერული პრობლემები ნაწილობრივ დაძლეულია. თუმცა მოსახლეობაში მაინც რჩება სტერეოტიპები, რომლებიც საზოგადოებას ქალთა შესაძლებლობების მიმართ სკეპტიკურად განაწყობს.

Information

This entry was posted on 06/05/2015 by in საზოგადოება.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე