ახალციხის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებლის საქმეზე გამამართლებელი განაჩენი, პროკურორმა პეტრე მანველიშვილმა უზენაესში გაასაჩივრა.
მიიღებს თუ არა წარმოებაში უზენაესი სასამართლო საჩივარს, ამ დროისთვის უცნობია.
“დღეს შევიტყვე, რომ პროკურატურამ გაასაჩივრა ჩემი გამამართლებელი განაჩენი. მე დიდი მოლოდინი მაქვს, რომ სააპელაციოს გადაწყვეტილება ისევ ძალაში დარჩება, რადგან თბილისის სააპელაციო სასამართლომ განუმარტა ბატონ პროკურორს, რომ არანაირი პირადი მოტივი არ არის გამოკვეთილი ამ საქმესთან დაკავშირებით, რასაც პროკურატურა მედავებოდა” – აცხადებს ბესიკ ბლიაძე.
ახალციხის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებელი თბილისის სააპელაციო სასამართლომ მიმდინარე წლის 3 აპრილს უდანაშაულოდ ცნო და ახალციხის რაიონული სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი გააუქმა. ახალციხის რაიონულმა სასამართლომ კი იგი 10 თვიანი სასამართლო განხილვების შემდეგ, დამნაშავედ ცნო და 3 ათასი ლარის ოდენობით ჯარიმა დააკისრა.
ბესიკ ბლიაძეს ბრალი საქართველოს სსკ-ის 341-ე მუხლით ედებოდა, რაც სამსახურეობრივ სიყალბეს გულისხმობს.
You must be logged in to post a comment.