”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ახალციხელმა კარატისტებმა მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატება მოიპოვეს

8 სპორტსმენმა შიტოკაი კარატე დოსა და მსოფლიო კარატე დოს წესების მიხედვით იასპარეზა.  მონაწილეები ორი მეორე და ექვსი მესამე ადგილით დაბრუნდნენ. ისინი მოწინააღმდეგეებს, როგორც ინდივიდუალირად, ასევე ჯგუფურად დაუპირისპირდნენ.

VKF-ის წესებით,  რიგით მე–6 მსოფლიო ჩემპიონატი თბილისში გაიმართა. მასში მონაწილეობა ევროპის, ამერიკისა და აფრიკის 54–მა ქვეყანამ მიიღო. საქართველოდან, როგორც მასპინძელი  მხრიდან ყველაზე ბევრმა, 800–მა  სპორტსმენმა იასპარეზა. როგორც კარატისტების მწვრთნელი ზაზა ნათენაძე განმარტავს, მოსწავლეებმა მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს. მომავალში კი ისინი კიდევ ერთი ჩემპიონატისთვის ემზადებიან, რომელიც სავარაუდოდ ბაქოში გაიმართება.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე