”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ადიგენში, საცხოვრებელი კორპუსისა და საკონფერენციო დარბაზის რეაბილიტაცია დაიწყო

11169065_914732725281806_5640189477648863945_nადიგენის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება დაიწყო.

ზაზაშვილის ქუჩაზე მრავალბინიანი, საცხოვრებელი კორპუსის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. აღნიშნული პროექტისთვის, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 19 521 ლარი გამოიყო. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შ.პ.ს ,,გამა“ მიმდინარე წლის 11 მაისამდე დაასრულებს.

მიმდინარე თვის ბოლომდე დასრულდება საკონფერენციო დარბაზის რეაბილიტაციაც. პროექტისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 21 144 ლარი გამოიყო. ადიგობრივი თვითმმაღტველობის ინფორმაციით, მშენებლობის დასრულების შემდეგ, მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ახალგაზრდებს შეხვედრების, იდეების გაცვლისა და ღონისძიებების დაგეგმვის შესაძლებლობა ექნებათ.

სამუშაო პროცესებს ადგილზე  მუნიციპალიტეტის გამგებელი, ზაქარია ენდელაძე გაეცნო.

Information

This entry was posted on 06/05/2015 by in ახალი ამბები and tagged .

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე