ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ოშორაში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულს ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მსჯავრდებულის ადვოკატის განცხადებით, ზვიად ბურდული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს, აქედან გამომდინარე, მას ბრალდების მხარის მიერ წარმომოდგენილი მტკიცებულებები, სასამართლო სხდომაზე სადავოდ არ გაუხდია.
ტარიელ ბალაბანიშვილი გოჩა ჯეირანაშვილის მიერ გამოტანილი განაჩენის, სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას აპირებს, რადგან მიაჩნია, რომ მისი დაცვისქვეშ მყოფი დანაშაულს აღიარებდა და გამოძიებასთანაც თანამშრომლობდა, ამიტომ ადვოკატი სასჯელის შვიდ წლამდე შემცირებას ითხოვს.
შეგახსენებთ, რომ ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ოშორაში მკვლელობა მიმდინარე წლის 13 იანვარს მოხდა, ურთშელაპარაკების ნიადაგზე ზვიად ბურდულმა თანასოფლელი მოკლა.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით მიმდინარეობდა.