”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ახალციხეში პატრულმა დაკარგული ბავშვი ოჯახს დაუბრუნა

policia შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ახალციხეში დაკარგული  ბავშვი იპოვეს და ოჯახს დაუბრუნეს.

საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა ქალაქ ახალციხეში, პ.ნათენაძის ქუჩაზე პატრულირებისას, ქუჩაში მცირეწლოვანი ბავშვი შენიშნა, რომელსაც თან არავინ ახლდა.

სამართალდამცველებმა ბავშვთან გასაუბრებისას შეიტყვეს, რომ იგი მშობლებს დაეკარგა. პატარამ მხოლოდ საკუთარი სახელი იცოდა და მშობლებთან წაყვანას ითხოვდა.

საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა დაკარგული ბავშვი საპატრულო პოლიციის შენობაში გადაიყვანეს, დაადგინეს მისი ვინაობა და მშობლებს დაუკავშირდნენ. ისინი მალევე გამოცხადდენ საპატრულო პოლიციაში.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე