ხმაური ადიგენის ყოფილი თავმჯდომარის ირგვლივ, პროტესტი სამსახურის თანამშრომელთა გაზრდილი ხელფასების გამო და საკითხები, რომელთა შესახებაც დეპუტატები ინფორმაციას სხდომამდე არ ფლობენ– ასე ჩაიარა დღვანდელმა საკრებულოს სხდომამ ადიგენში. სესია 3 საათის განმავლობში მიმდინარეობდა. დეპუტატებმა 11 საკითხი განიხილეს.
ხმაური ადიგენის საკრებულოს სხდომაზე ყოფილი თავმჯდომარის, ლევან ლობჯანიძის განცხადებამ გამოიწვია. მან საკრებულოსგან ფრაქცია ,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ახლანდელი შემადგენლობის გაუქმება მოითხოვა და განმარტა, რომ იგი უკანონდ არის ჩამოყალიბებული. ამასთანავე აღნიშული სახელწოდებით ლობჯანიძემ საკრებულოს ახალი ფრაქციის შექმნის მოთხოვნით მიმართა. თუმცა მისი განცხადება საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიამ არ დააკმაყოფილა.
ახალი ფრაქციის შექმნისათვის საჭირო დოკუმენტაცია, რაზეც მუხრან ხარშილაძე საუბრობს ფრაქციის პლატფორმასა და წესდებას გულისხმობს. ყოფილი საკრებულოს თავმჯოდომარე ირწმუნება, რომ ფრაქციისათვის საჭირო საბუთები მან განცხადებას დაურთო, თუმცა ხარშილაძე აღნიშნულ ფაქტს კატეგორიულად უარყოფს. ლობჯანიძე აქვე აღნიშნავს, რომ ფრაქცია ,,ქართული ოცნება–დემოკრატიული საქრთველოს“ წევრები პარტიის მიერ წარდგენილი პირები არიან, რაც კანონდარღვევაა. ლობჯანიძე ირწმუნება, რომ იურიდიულ საკითხთა კომისია ვალდებული იყო ფრაქციის წევრთა პარტიულობის შესახებ ინფორმაცია მოეძიებინა.
სხდომის ერთ–ერთი საკითხი ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსისათვის თანამდებობრივი სარგოს გაზრდა იყო. საკრებულოს გადაწყვეტილებით სამსახური, რომელსაც გოდერძის სხირტლაძე ხელმძღვანელობს, სრული დატვირთვით მუშობს. ამიტომ სხვა მუნიციპალიტეტების მსგავსად, უფროსის ხელფასიც უნდა გაიზარდოს. საკრებულოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის ხელფასი 1000 ლარიდან 1250 ლარამდე გაიზარდა, დეპუტატთა ნაწილის პროტესტი მოჰყვა.
5 მაისის საკრებულოს სხდომაზე ერთ–ერთი საკითხი აბასთუმნის მაცხოვრებვლის, დავით ჭაღიაშვილის განცხადებას შეეხო. მან საკრებულოსაგან როშის ტერიტორაზე 60 კვადრატული მეტრი ფართობის იჯარის წესით გადაცემა და ე.წ ყოფილი ,,რენდგენის შენობის“ ქირაობა მოითხოვა. უმრავლესობამ საკითხი დადებითად გადაწყვიტა, თუმცა აბასთუმნელი დეპუტატები ამბობენ, რომ პიროვნება როშის ტერიტორიაზე აღნიშული ფართს საკუთარ სარგებლობაში ყოველ სეზონზე იყენებს.
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, 5 მაისის სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული 11 საკითხი განიხილეს. მუნიციპალიტეტის პირველმა პირებმა 2015 წლის პირველი კვარტლის განმავლობაში ბიუჯეტის შესრულების შესახებაც ისაუბრეს. მათი თქმით, პირველი 3 თვე ადიგენისათვის წარმატებული აღმოჩნდა, რადგან შემოსულობები და ხარჯვითი ნაწილი ეფექტურად შესრულდა. რაც შეეხება სახელმწიფო პროექტებს, მომავალ 2 კვარტალზეა გაწერილი.