”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

დავით კუბლაშვილს ახალციხის სასამართლომ უვადო პატიმრობა შეუფარდა

sasamarlooსამი ახალგაზრდის მკვლელობაში ბრალდებულს ახალციხის რაიონულმა სასამართლომ უვადო პატიმრობა შეუფარდა. ადიგენის საჯარო რეესტრის ყოფილი უფროსის დავით კუბლაშვილის საქმეზე მოსამართლე გოჩა ჯეირანაშვილმა გადაწყვეტილება დღეს, 4 მაისს მიიღო.

მსრჯავდებული დავით კუბლაშვილი, თავდაპირველად, შესაბამის დაწესებულებაში იმკურნალებს. გამოჯანმრთელების შემდეგ კი საპატიმროში იქნება გადაყვანილი.

დღესვე, ახალციხის რაიონულ სასამართლოში დაცვის მხარემ დასკვნითი სიტყვა წაიკითხა, რის შემდეგაც მოსამართლემ მხარეთა რეპლიკები მოისმინა.

დაცვის მხარის მტკიცებით, დავით კუბლაშვილმა, მკვლელობა მძიმე აფექტურ მდგომარეობაში ჩაიდინა. პროკურორმა მამუკა ქომოშვილმა კი  განაცხადა, რომ დაცვის მხარის წინადადება მოსამსართლეს არ უნდა გაეთვალისწინებინა, რადგან კუბლაშვილის ადვოკატებმა, პროცესზე დანაშაულის ჩადენის დროს ბრალდებულის მდგომარეობის შესახებ, ექსპერტიზის დასკვნა არ წარმოადგინეს.

სასამართლო პროცესს დაესწრნენ გარდაცვლილი ახალგაზრდების თანასოფლელები და ოჯახის წევრები.

შეგახსენებთ, რომ ადიგენში სამი ახალგაზრდის მკვლელობის საქმეზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში, განზრახ მკვლელობის ფაქტზე,  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობდა, რაც 16-და 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე