სამი ახალგაზრდის მკვლელობაში ბრალდებულის, ადიგენის საჯარო რეესტრის ყოფილი უფროსის დავით კუბლაშვილის საქმეზე მოსამართლე გადაწყვეტილებას მიიღებს. აღნიშნულთან დაკავშირებით, გოჩა ჯეირანაშვილმა სათათბიროდ გავიდა.
დღეს, 4 მაისს ახალციხის რაიონულ სასამართლოში დაცვის მხარემ დასკვნითი სიტყვა წაიკითხა, რის შემდეგაც მოსამართლემ მხარეთა რეპლიკები მოისმინა.
დაცვის მხარის მტკიცებით, დავით კუბლაშვილმა, მკვლელობა მძიმე აფექტურ მდგომარეობაში ჩაიდინა. პროკურორი მამუკა ქომოშვილი კი აცხადებს, რომ დაცვის მხარის წინადადება მოსამსართლემ არ უნდა გაითვალისწინოს, რადგან კუბლაშვილის ადვოკატებს, დანაშაულის ჩადენის დროს ბრალდებულის მდგომარეობის შესახებ, ექსპერტიზის დასკვნა არ წარმოუდგენია.
სასამართლო პროცესს ესწრებიან გარდაცვლილი ახალგაზრდების თანასოფლელები და ოჯახის წევრები.
შეგახსენებთ, რომ ადიგენში სამი ახალგაზრდის მკვლელობის საქმეზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში, განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 16-და 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.
You must be logged in to post a comment.