”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ახალციხეში დაზიანებული სკამების შეკეთება მიმდინარეობს

skamiiiახალციხის ცენტრალურ სკვერსა და ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე სკამების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.  სარემონტო სამუშაოებს ახალციხის შპს „კეთილმოწყობა“ ახორციელებს.

სკამების შეკეთება შპს–ის ხარჯებით დღეს, 4 მაისს დაიწყო.

„კეთილმოწყობაში“ აცხადებენ, რომ  რეაბილიტაცია  2 000 ლარამდე ჯდება. ცენტრალური სკვერისა და ტბის მიმდებარე ტერიტორიის გარდა, დაზიანებული სკამები სხვა სკვერებშიც შეკეთდება.  skami

სარემონტო სამუშაოების დასრულებას კეთილმოწყობის სამსახურში მიმდინარე კვირის ბოლომდე ვარაუდობენ.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე