”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ვალის საბაჟოზე ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს

abebi29-30 აპრილს სარფისა და ვალეს საბაჟო გამშვებ პუნქტებზე მოქალაქეთა ბარგის დათვალიერებისაას, შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი პრეპარატები აღმოაჩინეს. კერძოდ სგპ სარფის ტერიტორიაზე თურქეთიდან შემომავალ თურქეთის მოქალაქე ნ.ს-ს ხელბარგში  9 აბი აპრანაქსი  (APRANAX PLUS 30 mg CODEIN FOSFAT-ის შემცველობით) აღმოაჩნდა. ასევე თურქეთის მოქალაქეს, ი.ბ-ს კი, რომელმაც საქართველოს საბაჟო საზღვარი თურქეთიდან სგპ ვალეს გავლით გადმოკვეთა, თან ჰქონდა ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი, 15 აბი  ვეგადოლი.

საქმეთა მასალები შესაბამისად საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარ სამმართველოსა და საპატრულო პოლიციის საგამოძიებო სამსახურს გადაეცათ.

Information

This entry was posted on 01/05/2015 by in სამართალი.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე