”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა 641 900 ადამიანით შემცირდა

agweraსაქსტატი საყოველთაო აღწერის წინასწარ მონაცემებს ასაჯაროებს, რომლის თანახმადაც,  2014 წლის 5 ნოემბრის მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობა 3 729 635 ადამიანით განისაზღვრა. წინა აღწერასთან (2002) შედარებით მოსახლეობის რაოდენობა 641 900 ადამიანითაა შემცირებული.

აღწერის შედეგების მიხედვით, სოფელში 1 589 509 ადამიანი ცხოვრობს. სოფლის მოსახლეობა 23.8%-ით შემცირდა, ხოლო ქალაქის – 6.3 %-ით. მთელი მოსახლეობის 57. 4% ქალაქში ცხოვრობს, რაც 2002 აღწერის მაჩვენებელს 5.1%-ით აღემატება.

თბილისში 1 118 035 ადამიანი ცხოვრობს და თბილისის მოსახლეობის წილი საქართველოს მთლიან მოსახლეობაში 30%-ია. წინა აღწერასთან შედარებით მოსახლეობის რაოდენობა გაზრდილია ბათუმში (26.3%), რუსთავში (7.3%). მოსახლეობის რაოდენობა ყველაზე მეტად შემცირდა რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში (37.4%), სამეგრელო ზემო სვანეთის რეგიონში (29%).

საყოველთაო აღწერა 5 ნოემბერს დაიწყო და ორი კვირის განმავლობაში გაგრძელდა.

2014 წლამდე საქართველოში მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2002 წელს ჩატარდა.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე