ჯავახეთში სეპარატისტების შეიარაღება მიმდინარეობს, – ამის შესახებ საქართველოს ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ბაქოში ვიზიტის დროს ადგილობრივ გამოცემა “ვესტი.აზ”-თან ინტერვიუს დროს განაცხადა.
“არსებობს რამდენიმე სეპარატისტული ჯგუფი, რომლებიც სამწუხაროდ, ციხიდან გამოუშვეს, მათ აქტიურად ამარაგებენ იარაღით. ისინი დღეს საფრთხეს უქმნიან საქართველოს სტაბილურობას და მომავალშიც ასე იქნება”, – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.
ექსპრეზიდენტმა საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელების შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ მათი პრობლემები ძლიერი სახელმწიფოს არსებობის შედეგად გადაიჭრება, სადაც აზერბაიჯანელები მეორეხარისხოვან მოქალაქეებად არ იგრძნობენ თავს.
“ვფიქრობ, ჩვენ მივუახლოვდით იმ დროს, როდესაც საქართველოში შესაძლოა, მინისტრი, პრემიერ-მინისტრი ან ქვეყნის ლიდერი გახდეს აზერბაიჯანელი. თუ შენ მოქალაქეებისგან ითხოვ ერთგულებას, მაშინ მათ უნდა მისცე არამარტო ყველა უფლება, არამედ ზრდის შესაძლებლობაც“, – განაცხადა საქართველოს ექსპრეზიდენტმა.
You must be logged in to post a comment.