ახალციხის ციხეში მერიის აუდიტის სამსახური შევიდა. როგორც ქალაქის თვითმმართველობაში განმარტავენ, აღნიშნული გეგმიური სამუშაო იყო და მას რაიმე კონკრეტული საფუძველი არ ჰქონია. შიდა აუდიტის სამსახურის მთავარი სპეციალისტის თქმით, მსგავსი შემოწმებები, მერიის სხვა ააიპ-ებშიც ჩატარდა.
აქვს თუ არა თვითმართველ ორგანოს, ახალციხის ციხის ადმინისტრაციასთან პრეტენზია, ეს მედიისთვის უცნობია. გიორგი დიაკონაშვილის თქმით, აუდიტის დასკვნა ჯერ შედგენილი არ არის.
როგორც ისტორიული კომპლექსის მთავარი ბუღალტერი „მეცხრე არხთან“ განმარტავს, მერიის აუდიტის სამსახურმა, ადმინისტრაციაში ყველა ტიპის დოკუმენტი ორი თვის განმავლობაში შეიწავლა. ია ხუციშვილის თქმით, ახალციხის ციხეში აუდიტის სამსახური პირველად შევიდა.
ისტორიულ კომპლექსში 2014 წლის ივლისის თვიდან – მიმდინარე წლის თებერვლის თვემდე არსებული მდგომარეობა შემოწმდა.