ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში დღეს კონკურსანტთა გასაუბრება დაიწყო. საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსის მესამე ეტაპზე ადგილობრივმა თვითმმართველობამ 20 მონაწილე დაიბარა. რამდენიმე დღის განმავლობაში გასაუბრებას ის 75 კონკურსანტი გაივლის, რომელმაც ტესტირების ეტაპი წარმატებით გადალახა.
ცვლილება შევიდა საკონკურსო კომისიის შემადგენლობაშიც. 6 კაციან კომისიას კიდევ ერთი წევრი, მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიიდან დაემატა. ყველა მათგანი კონკურსანტის პასუხებს ინდივიდუალურად, 10 ბალიანი სისტემით შეაფასებს. ადგილობრივ თვითთმმართველობაში ამბობენ, რომ კონკურსანტთა გასაუბრების ეტაპზე არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები არ ჩაერთვებიან.
შეგახსენებთ, რომ ახალციხის თვითმმართველობაში საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსი მიმდინარე წლის 25 თებერვალს დაიწყო. გამგეობამ ვაკანსია 29 პოსტზე გამოაცხადა, ხოლო საკრებულომ ორ – პოზიციაზე.