”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ახალციხის მერიაში ანტიკორუფციული სააგენტო გამოძიებას აწარმოებს

gamgeobaახალციხის მერიაში ანტიკორუფციული სააგენტო გამოძიებას აწარმოებს.

საქმე ეხება, რაბათში მცხოვრებ სარქის აკოფიანს, რომელსაც ყოფილმა ხელისუფლებამ სახლი ახალციხის ციხის მშენებლობის დროს დაუნგრია და ტერიტორიაზე პარკინგი მოაწყო, თუმცა აკოფიანს საცხოვრებელის დემონტაჟისათვის ანაზღაურება, გასულ წელს ახალციხის მერიამ 150 000 ლარის ოდენობით ჩაურიცხა.

შსს-ს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ” ქვეპუნქტი, მესამე ნაწილის „ბ” ქვეპუნქტი და სსკ-ის 332–ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით,  სხვისი ნივთის ან ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო მითვისება ან გაფლანგვა  და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება.

თემაზე “მეცხრე არხი” მუშაობს და დეტალებს საინფორმაციო გამოშვებაში შემოგთავაზებთ.

 

 

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე