”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

მესხეთის თეატრი, საპროექტო სამუშაოებზე ტენდერს მეოთხედ აცხადებს

მესხეთის თეატრი, შენობის რეაბილიტაციისათვის, საპროექტო სამუშაოებზე ტენდერს უკვე მეოთხედ აცხადებს. 2 თვიანი ლოდინისა და 3–ჯერ გამოცხადებული ტენდერის მიუხედავად, ამ დრომდე, არ მოიძებნა კომპანია, რომელიც შენობაში სამშენებლო სამუშოებზე პროექტს შეადგენს. პირველად, ტენდერი მარტის თვეში გამოცხადდა და პრეტენდენტიც გამოვლინდა, თუმცა ინტერესთა კონფლიქტის გამო, გამარჯვეულ კომპანიას, შესყიდვების კანონის მიხედვით, დისკვალიფიკაცია მიენიჭა. ამის შემდეგ, თეატრში სპეციალურად შექმნილმა სატენდერო კომისიამ ტენდერი კიდევ 2–ჯერ გამოაცხადა. ორივე მათგანი ჩავარდა, რადგან კომპანიებმა მონაწილეობა არ მიიღეს.

წარუმატებელი ცდების შემდეგ, დაწესებულებამ საბაზრო კვლევა განახორციელა, რომლის ვადა, 29 აპრილს დასრულდა. როგორც თეატრის დირექტორი, ირაკლი ათუნაშვილი განმარტავს, კვლევის მიხედვით, ტენდერში მონაწილეობის სურვილი 5–მდე სამშენებლო კომპანიამ გამოთქვა. სწორედ ამიტომ, დაწესებულება ტენდერს კიდევ ერთხელ, უკვე  მეოთხედ გამოაცხადებს. თეატრში ვარაუდობენ, რომ კომპანიების  პასიურობა ერთ–ერთმა პირობამ გამოიწვია. რომლის მიხედვითაც, როგორც საპროექტო, ასევე სამშენებლო სამუშოებს, გადაბარებამდე ლევან სამხარაულის ექსპერტიზა შეისწავლის.

მესხეთის თეატრში შესასრულებელი სამუშოებისათვის 150 000 ლარი კულტურის სამინისტრომ გამოყო. მის ფარგლებში, დაწესებულების სახურავის ნაწილობრივი გადახურვა, 61 ფანჯრის მეტალო–პლასტმასის მასალით შეცვლა, სცენის შეკეთება და საკანალიზაციო სისტემის გამოცვლა იგეგმება.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე