”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ახალციხეში, წრიულ მოძრაობებთან ყვავილები დაირგო

ახალციხეში, წრიულ მოძრაობებთან არსებულ გამწვანებებზე ყვავილები დაირგო.  შესაბამისი სამუშაოები, ქალაქში,  შპს ,,კეთილმოწყობამ“ შეასრულა. დაახლოებით 2 900 ლარის ფარგლებში, მერიის სამსახურმა, 8 სახეობის ჰოლანდიური ჯიშის ყვავილი დედაქალაქიდან ჩამოიტანა და ახალციხეში ოთხ ადგილზე დარგო.

ინიციატივა ქალაქის მერიასა და მასთან არსებულ  ახალგაზრდულ საბჭოს ეკუთვნის.  როგორც შპს ,,კეთილმოწყობის“  სამსახურის უფროსი სპეციალისტი, გიორგი ლონდარიძე განმარტავს, ქალაქის იერსახის გასალამაზებლად, მცენარეთა დარგვა მომავალშიც გაგრძელდება. მისივე განმარტებით, ყვავილების მოვლა–პატრობობაზე პასუხისმგებლობას აღნიშნული სამსახური აღებს.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე