”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ქრთამის აღების ფაქტზე ბორჯომში ერთი პირი დააკავეს

 1 საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ქრთამის აღების ფაქტზე  სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის ბორჯომ-ბაკურიანის სატყეო უბნის თანამშრომელი რევაზ კურტანიძე დააკავა.

გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა მოქალაქეს ქრთამის სახით გარკვეული ოდენობის თანხა გამოართვა, რის სანაცვლოდაც დაპირდა, რომ უფლებას მისცემდა, მისი სამოქმედო სატყეო უბნის ტერიტორიაზე დიდი ოდენობით ხე-ტყის მასალა უკანონოდ მოეპოვებინა.

საქმეზე  გამოძიება საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის I ნაწილით მიმდინარეობს, რაც  6 წლიდან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე