”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ნუგზარ სამარჯიშვილი:” საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელობა მოქალაქეების უკანონოდ დასასჯელად მოვიდა”

ნუგზარ სამარჯიშვილმა ახალციხის საპატრულო პოლიციას  კიდე ერთი საქმე მოუგო.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლის 25 მარტს დაწერილი ადმინისტრაციული ჯარიმის ოქმი ბათილად იქნა ცნობილი. ადვოკატის განმარტებით, საქმე ახალციხეში მცხოვრებ ანდრეი კარაკაშიანს ეხება, რომელიც საპატრულო პოლიციამ,  საკუთარი ავტომანქანით მოძრაობისას,  მანევრირების დარღვევის გამო  გააჩერა, შემდეგ კი ალკოტესტის ჩატარებისას ადმინისტრაციული ჯარიმის ოქმი შეუდგინა და  ავტომანქანა საჯარიმოზე გადაიყვანა.

 

სამარჯიშვილის მტკიცებით, კარაკაშიანი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ არ იმყოფებოდა, რაც სამხარეო ექსპერტიზამაც დაადასტურა.

აღნიშნულ საქმეზე ადვოკატი კიდევ ერთი საჩივარის შეტანას გეგმავს, მისი თქმით კარაკაშიანი საპატრულო პოლიციისაგან ზარალის ანაზღაურებას მოითხოვს. ნუგზარ სამარჯიშვილის თქმით ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც საპატრულო პოლიცია ადმინისტრაციულ ოქმებს უკანონოდ ადგენს.

Information

This entry was posted on 24/04/2015 by in სამართალი.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე