”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ლალი მოროშკინამ ახალციხის უნივერსიტეტთან დაკავშირებით, განათლების სამინისტროს წერილობით მიმართა

ლალიიისამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილმა ლექტორმა ლალი მოროშკინამ ორგანიზაცია “ძლიერი ქალი ძლიერი სახელმწიფოს” სახელით  განათლების სამინისტროს წერილობით მიმართა. ლალი მოროშკინა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე განმარტავს, რომ იგი, იმ კანონდარღვევებთან დაკავშირებით, რომელსაც ადგილი აქვს სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სწრაფ რეაგირებას მოითხოვს.

“ძალიან ვიკავებთ თავს,რომ მხცოვანი,თაღლითობაზე ნასამართლევი რექტორი მერაბ ბერიძე პროკურატურის ლუკმა არ გახდეს და საკუთარი განცხადების საფუძველზე გადადგეს.
ულტიმატუმის ვადა კი იწურება…” – წერს საკუთარი ფეისბუქის გვერდზე ყოფილი ლექტორი.

შეგახსენებთ, რომ უნივერსიტეტის ყოფილმა რექტორმა თინა გელაშვილმა და ყოფილმა თანამშრომლებმა ლალი მოროშკინამ და გიგლა გობეჩიამ 22 აპრილს პრესკონფერენცია გამართეს.  მათ უნივერსიტეტში არსებულ დარღვევებზე და ნეპოტიზმის ფაქტებზე ისაუბრეს და სასწავლებლის რექტორს გადადგომისთვის ერთკვირიანი ვადა მისცეს.

10981964_10205263129276260_5986469600079794634_nაღნიშნულს არ პასუხობს მერაბ ბერიძე. თუმცა დღეს “მეცხრე არხთან” ვრცელი კომენტარი გააკეთა უნივერსიტეტის პროფესორმა, ნესტან სულავამ. ფილოლოგიის მეცნიერებათა  დოქტორი აღნიშნულ პრეტენზიებს უსაფუძვლოს უწოდებს.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე