”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

,,ინტერნეტმა გამოიჭირა”–პრემიერა მესხეთის თეატრში

ინტერნეტმა გამოიჭირა– ასე ჰქვია სპექტაკლს, რომლის პრემიერაც დღეს მესხეთის სახელმწიფო პროფესიულ–დრამატულ თეატრში გაიმართა. მსახიობებმა მაყურებელს ერთი კაცის გაორებული ცხოვრება, მისი ფარულად შექმნილი ორი ოჯახი და გამოუსწორებელი სიტუაცია აჩვენეს.

თანამედროვე ინგლისელი დრამატურგის, რეი კუნის პიესა მესხეთის თეატრში რეჟისორმა ზურაბ სიხარულიძემ დადგა. კომედიური ჟანრის სპექტაკლი შყვარებული ტაქსისტის ისტორიას ასახავს, რომელსაც  ორი ბინა და ორი ცოლი ჰყავს, თუმცა ამის შესახებ არავინ იცის.

 მოულოდნელი შემთხვევის შემდეგ, საიდუმლო  აშკარავდება და ტაქსისიტის მშვიდი და იდილიური ცხოვრება საშიშროების წინაშე დგას. ამის თავიდან აცილების მიზნით ტაქსის მძღოლი ათასგვარ ხრიკს მიმართავს. სპექტაკლმა  სახელწოდებით, ,,ინტერნეტმა გამოიჭირა“ ადგილობრივი მაყურებლის მოწონება დაიმსახურა.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე