”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

„აღდგომიდან – ამაღლებამდე“ – გამოფენა ახალციხის სამხატვრო სკოლაში

„აღდგომიდან – ამაღლებამდე“ – ამგვარი სახელწოდების გამოფენა ახალციხის სამხატვრო სკოლაში  გაიხსნა.ფერწერა, გრაფიკა, კომპოზიცია – ამ და სხვა სახეობაში შესრულებული ნამუშევრების დათვალიერება ნებისმიერ მსურველს დღეს 13;00 საათიდან დღის ბოლომდე შეეძლო.  სკოლის დირექტორის თქმით,  ნამუშევრები სწავლების პროცესში, დაახლოებით ერთი თვის ვადაშია შექმნილი. მისივე განმარტებით,  სხვადასხვა შემოთავაზების გათვალისწინებით,  შესაძლოა  გამოფენა ახალციხის ფარგლებს გარეთაც მოეწყოს. ნანა ნათენაძის თქმით, სამხატვრო სკოლას საგამოფენო დარბაზი არ გააჩნია, რის გამოც ნამუშევრები მხოლოდ ერთი დღის განმავლობაში გამოიფინა.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე