”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ბესო ენდელაძე მკვლელობის საქმეზე ახალი სასამართლო განხილვები დაიწყო

ხევაშენელი ბესო ენდელაძის  მკვლელობის საქმეზე ახალი სასამართლო განხილვები დაიწყო. გამოძება, ამჯერად, მსრჯავდებულის ალექსანდრე ბაღდოშვილის მეგობარს ედავება. ახალციხის რაიონულ სასამართლოში რატი დემეტრაძის წინასასამრთლო სხდომა  გაიმართა. საქმეზე გამოძიება 376–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 2–დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბრალდებული თავს დამნაშავედ არ სცნობს. საქმის არსებითი განხილვა სასამართლოში მომავალ სხდომაზე დაიწყება, სადაც დაცვისა და ბრალდების მხარეები, როგორც მოწმეების ჩვენებებს, ასევე, წერილობით მტკიცებულებებს განიხილავენ.

ბრალდებულის  ადვოკატის ივანე ტატალაშვილის განცხადებით,  პროკურორის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები დაცვის მხარემ სადავო გახადა, რადგან რატი დემეტრაძის ბრალეულობა არ იკვეთება.  ადვოკატის განცხადებით, გამოძიება საქმეს 1 წლის დაგვიანებით განიხილავს, რაც მისი დაცვის ქვეშ მყოფის უდანაშაულობას ადასტურებს.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე