სასკოლო ოლიმპიადის, “მხიარულ სტატების” ფიანლისტების ვინაობა ცნობილია. მუნიციპალიტეტის პირველობისათვის ახალციხის პირველი, მეხუთე, მუსხისა და ფერსის საჯარო სკოლები იბრძოლებენ. “მხიარული სტარტებში” მონაწილეთა ასაკი შეზღუდულია. თამაშში მონაწილეობას 2001 – 2004 წლებში დაბადებული მოსწავლეები იღებენ. ფინალური შეხვედრა 23 აპრილს გაიმართება და მასში მოსწავლეებთან ერთად მწვრთნელებიც ჩაერთვებიან. პირველ ადგილზე გასული გუნდი ანაკლიაში ეროვნულ ტურნირზე გაემგზავრება. რესპუბლიკის მასშტაბით გამარჯვებულები კი 2016 წლის სასკოლო მსოფლიო ჩემპიონატში ჩაერთვებიან.