”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ინფორმაციის ნაკლებობა რეგიონებში – ადგილობრივ არასამთავრობოთა მოსაზრებები

სამოქალაქო სექტორის 50 –ზე მეტმა წარმომადგენელმა  რეგიონებში ინფორმაციის ნაკლებობაზე ისაუბრა.  “სიდას” ორგანიზებით გამართულ შეხვედრაზე  ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემები და არასამთავრობო ორგანიზაციების წინაშე არსებული გამოწვევები განიხილეს.  მომხსენებელთა უმეტესობამ მთავარ პრობლემად, ევროინტეგრაციის საკითხზე მოქალაქეთა ინფორმირებულობის დაბალი დონე მიიჩნია.

ზინა კუპრაძე ახალციხის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში ცხოვრობს. იგი რძის პროდუქტების გაყიდვით არჩენს ოჯახს. ფერმერის მონაყოლიდან ჩანს, რომ სურსათის კონტროლის ახალ რეგულაციებზე მას ზუსტი ინფორმაცია არ აქვს.

სწორედ რეგიონის მოსახლეობის პრობლემები და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წინაშე არსებული გამოწვევები განიხილეს სიდას ორგანიზებით გამართულ შეხვედრაზე ღონისძიებას სამოქლაქო სექტორის 50-ზე მეტი წარმოამდგენელი დაესწრო.

მომხსენებელთა უმეტესობა მთავარ პრობლემად, ევროინტეგრაციის საკითხზე მოქალაქეთა ინფრომირებულობის დაბალ დონეს მიიჩნევს. მათ შორის არის სოფლის მეურნეობაც – სფერო, რომელიც ასოცირების ხელშეკრულების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია და სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას დაუზუსტებელი ინფორმაცია აქვს.

სწორედ ეს გეგმა აქვს სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრობლემის მოსაგვარებლად. ნოდარ კერესელიძე მედიასაშუალებების მნიშვნელობაზეც ამახვილებს ყურადღებას.

მთავრობის გარდა, არასამთავრობო სექტორი მიიჩნევს, რომ პრობლემის მოგვარებაში რეგიონულმა  მედიამაც უნდა ითამაშოს აქტიური როლი, რაც თემების სიღრმისეულ გაშუქებას გულისხმობს.

რეგიონული არასამთავრობო ორგანიზაციები აქტუალური თემების ერთობლივ განხილვას მომავალშიც გააგრძელებენ. აღნიშნული ღონისძიება კი “სიდამ“ აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის პროექტის ფარგლებში ჩატარდა, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო აფინანსებს.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე