”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

აწყურში დაკავებული ოთხი პირი საპროცესო შეთანხმებით გაათავისუფლეს

sasamartloაწყურში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის წარმომადგენლებზე თავდასხმაში ბრალდებული პირები საპროცესო შეთანხმებით გათავისუფლდნენ.

აწყურში დაკავებული ოთხი პირი ჯარიმის სახით 3 000–3 000 ლარს გადაიხდის და სასჯელაღსრულების საპატიმროს დატოვებს.

შეგახსენებთ, რომ აწყურში ხუთი ადგილობრივი სამცხე–ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 20 თებერვალს დააკავეს. საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, ბრალდებულებმა 2015 წლის 4 თებერვალს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებს, სამსახურეობრივი უფლებამოსილების განხორციელების საშულება არ მისცეს. მათ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომელს  ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. შემდეგ, კი  ამავე სამსახურის ავტომობილი დააზიანეს.

დაკავებულებს ბრალი სსკ–ის 353-ე მუხლითა და 187–ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში ედებათ. რაც  სხვისი ნივთის დაზიანებას და პოლიცილის ან სხვა ორგანოს წარმომადგენლის მიმართ თავდასხმას გულისხმობს.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე