”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

„ერთად გენდერული თანასწორობისთვის“ – ახალციხეში ტრენინგი ჩატარდა

„ერთად გენდერული თანასწორობისთვის“ – ასე ჰქვია პროექტს, რომლის ფარგლებშიც ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში პირველი ტრენინგი ჩატარდა.

მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდები ლიდერობასა და გუნდურ მუშაობას ოთხი საათის განმავლობაში სწავლობდნენ. როგორც „სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრის“ პროექტების კოორდინატორმა განაცხადა, პროგრამა 2015 წლის თებერვალში დაიწყო და 1 წლის განმავლობაში გაგრძელდება.

გენდერული კლუბები ახალციხეში, ბორჯომში, ნინოწმინდასა და მარნეულში შეიქმნა. მის ფარგლებში დაახლოებით 54 ახალგაზრდა შეირჩა, რომელებიც გენდერულ საკითხებზე ერთი წლის განმავლობაში იმუშავებენ.

პროექტი „ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის“ მხარდაჭერით მიმდინარეობს, რომელსაც „სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრი“ ახორციელებს.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე