”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ბორჯომსა და ადიგენში არარეგისტრირებული შვიდი საამქრო აღმოაჩინეს

saxelxiგარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის სამსახურის თანამშრომლებმა, პრევენციული ღონისძიებების განხორციელების შედეგად ბორჯომისა და ადიგენის მუნიციპალიტეტებში, არარეგისტრირებული შვიდი საამქრო აღმოაჩინეს.

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გამოვლენილია ასევე, სხვადასხვა ჯიშის მრგვალი მორების უკანონო მოპოვებისა და უკანონო ტრანსპორტირების ფაქტები,  რომელთა საერთო ოდენობამ 98 კუბური მეტრი შეადგინა.

არარეგისტრირებული სახერხი საამქროები დაილუქა. მასალები შემდგომი რეაგირებისთვის გადაიგზავნა რაიონულ სასამართლოებში.

გარემოსთვის მიყენებული ზიანი 6000 ლარს აღწევს.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე განაგრძობს პრევენციული ღონისძიებების განხორციელებას.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე