ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და საკრებულოში ტესტირების თარიღი ცნობილია. საჯარო მოხელეთა შესარჩევი გამოცდები 18 და 19 აპრილს, პირველსა და მეხუთე საჯარო სკოლებში ჩატარდება. პირველ დღეს ტესტირება რვა საათზე დაიწყება და 5 სესიად გაიმართება , ხოლო მეორე დღეს – ორ ეტაპად. გამგეობის ადმინისტარციული სამსახურის უფროსის თქმით, ამ ეტაპზე კონკურსანტებთან შეტყობინებების გაგზავნა მიმდინარეობს. ილია ზარდიაშვილის თქმით, 31 ვაკანსიაზე 232 კონკურსანტის 564 განაცხადი შევიდა. ადგილობრივ თვითმმართველობაში განმარტავენ, რომ მეორე ეტაპზე კონკურსში მონაწილეობას 193 მონაწილე მიიღებს. გამგეობაში ყველაზე მოთხოვნადი, საქმისწარმოებისა და საარქივო დოკუმენტაციის დამუშავების საკითხებში წამყვანი სპეციალისტის პოზიციაა. აღნიშნულ ვაკანსიაზე 59 განაცხადი შევიდა. ხოლო რაც შეეხება საკრებულოში შესულ განაცხადებს, 83 აპლიკაციიდან, 46 ადამიანი საორგანიზაციო საკითხებში წამყვანი სპეციალისტის პოზიციით დაინტერესდა.