იარაღის უკანონო შეძენა– შენახვაში ბრალდებულის საქმეზე ბოლო სასამართლო სხდომა გაიმართა. მოსამართლე ნათია მერაბიშვილმა გიორგი კაპანაძე დამნაშავედ ცნო. ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, მას 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
კაპანნაძის ადვოკატი ეკა აბაშიძე ამბობს, რომ განაჩენს თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
სხდომაზე ბრალდებულმა შსს სამცხე–ჯავახეთის სამხარეო სამმართველოს უფროსი თეიმურაზ კალანდაძე და მისი თანამშრომლები ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა და მოსამართლის მხრიდან ობიექტურ გადაწყვეტილების გამოიტანის იმედი გამოთქვა. მისი მტკიცებით, სამართალდამცველებმა ჯერ იარაღი ჩაუდეს, შემდეგ კი ფიზიკურად გაუსწორდნენ.
სასამართლო სხდომას მთავარი პროკურატურის ორი წარმომადგენელი დაესწრო, რომლებმაც განაცხადეს, რომ მონიტორინგს ახორციელებდნენ. კაპანაძის ახლობლები კი ეჭვობენ, რომ ისინი შსს–ს წარმომადგენლები არიან და სხდომას მოსამართლეზე ზეწოლის მიზნით დაესწრნენ.
აღნიშნულ საქმეზე, მოსამართლემ დასკვნითი სიტყვები 1 აპრილს წინა სასამართლო სხდომაზე მოისმინა. ბარალდებისა და დაცვის მხარეებმა, ბოლო თვეების განმავლობაში წარმოდგენილი მტკიცებულებები კიდევ ერთხელ განიხილეს.
გიორგი კაპანაძეს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მეორე ნაწილით ედებოდა, რაც იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.
You must be logged in to post a comment.