”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

სახალხო დამცველი შალვა აბულაძის საქმეს მონიტორინგს გაუწევს

სახალხო დამცველი შალვა აბულაძის საქმეს მონიტორინგს გაუწევს. უჩა ნანუაშვილის განცხადებით, მისი უწყება საგამოძიებო ორგანოებიდან ინფორმაციას პერიოდულად გამოითხოვს. ომბუდსმენი განმარტავს, რომ გადაწყვეტილება მაღალი საზოგადოებრვივი ინტერესიდან გამომდინარე მიიღო.

დამატებითი კომენტარის გაკეთებისგან,  სახალხო დამცველმა თავი შეიკავა.

შეგახსენებთ, რომ შს სამინისტროს ინფორმაციით, ორი პოლიციელის მკვლელობასა და დაჭრაში ბრალდებულ შალვა აბულაძეს, 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე