”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

სამი ახალგაზრდის მკვლელობის საქმეზე ისევ ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა მიმდინარეობს

kublashviliu.mpg_000039403სამი ახალგაზრდის მკვლელობის საქმეზე სასამართლო პროცესი კვლავ ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით გაგრძელდა.

მამუკა ქომოშვილმა დღეს სხდომაზე მხოლოდ ერთი მოწმე გამომძიებელი ემზარ ტატალაშვილი დაკითხა. სამართალდამცველმა სხდომაზე დეტალურად ისაუბრა თუ რა საგამოძიებო სამუშაოები ჩაატარა მკვლელობის დღეს.

გარდა ამისა პროკურორმა დავით კუბლაშვილის საქმესთან დაკავშირებით, წერილობითი მტკიცებულებები გამოიკვლია. მათ შორის იყო გამოძიებაში არსებული ოქმები და ექსპერტიზის დადგენილებები.

როგორც სხდომაზე ბრალდების მხარემ განმარტა, დარჩენილ მოწმეებს შემდეგ პროცესებზე წარადგენს, ასევე მისი მხრიდან სასამართლოში გამოკვლეული იქნება ნივთმტკიცებულებებიც. შემდეგი სხდომა 17 აპრილს 15:00 საათზე ჩაინიშნა.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე