მიკრო და მცირე მეწარმეობის პროექტის ფარგლებში ახალციხეში საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გაიმართება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილი და მეწარმეობის განვითარების სააგენტოს დირექტორი გიორგი ციკოლია საზოგადოებას მიკრო და მცირე მეწარმეობის პროგრამის დეტალებს გააცნობენ. შეხვედრა სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კორპუსში 16 აპრილს, 13:00 საათზე გაიმართება.
სამცხე-ჯავახეთში საინფორმაციო სახის შეხვედრები ახალციხის გარდა, დაგეგმილია 2015 წლის 16 აპრილს ქ. ახალქალაქში (11:00 საათი – გამგეობის შენობა) და ქ. ბორჯომში(17:00 საათი – კულტურის სახლი).
პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტი ადგილობრივ მოსახლეობას საკუთარი საქმის წამოწყებაში ეხმარება.
სამცხე-ჯავახეთში, ქვემო ქართლში, იმერეთში, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში
მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის განხორციელება 2015 წლის 15 მარტიდან დაიწყო. ამჟამად მიმდინარეობს ბიზნესიდეების კონკურსი. განაცხადების მიღება www.qartuli.geვებ-გვერდის მეშვეობით 2015 წლის 5 მაისამდე გაგრძელდება.
პროექტის ფარგლებში დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ეძლევათ:
1. წარადგინონ საკუთარი ბიზნეს-იდეა;
2. გაიღრმავონ ბიზნეს-უნარები;
3. გამოიყენონ შესაძლებლობა და მიიღონ შესაბამისი თანადაფინანსება: 5,000 ლარამდე – 1 მეწარმე; 10,000 ლარამდე – 2 მეწარმე; 15,000 ლარამდე – 3 მეწარმე.
აღნიშნული პროგრამის ადგილობრივი მოსახლეობისთვის გაცნობის მიზნით, მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით საინფორმაციო შეხვედრები სამცხე–ჯავახეთის გარდა, საქართველოს სხვა რეგიონებშიც არის დაგეგმილი. შეხვედრები გაიმართება მოკლე პრეზენტაციისა და კითხვა-პასუხის ფორმატით. შესაბამისად, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა ექნება, უშუალოდ პროგრამის ინიციატორებისა და განმახორციელებლებისგან ამომწურავი ინფორმაცია მიიღოს და ახალ სამთავრობო ინიციატივაში ჩაერთოს.
საქართველოს მასშტაბით შეხვედრები 21 აპრილამდე გაგრძელდება.
You must be logged in to post a comment.