”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ბორჯომში ავტომობილი მტკვარში გადავარდა

7ავტოსაგზაო შემთხვევა ბორჯომის შემოსასვლელში დღეს დილით მოხდა. მერსედესის მარკის ავტომობილი, რომელიც სავარაუდოდ ბორჯომიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა, მდინარე მტკვრის კალაპოტში, ხევში ჩავარდა.

6მსუბუქი მარკის ავტომობილში 5 მგზავრი:  2 ახალგაზრდა ქალი და 3 მამაკაცი იმყოფებოდა. 4 მათგანი ბორჯომის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს.

დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურია.

5ხუთივე მგზავრი, სავარაუდოდ, ფოთიდან არიან. ავტოსაგზაო შემთხვევის გამომწვევი მიზეზი უცნობია.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.

ინფორმაციას და ფოტოებს ტელეკომპანია “ბორჯომი” ავრცელებს

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე