”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ადიგენის მუნიციპალიტეტიდან ინფრასტრუქტურის სამინისტროში 3 პროექტი გადაიგზავნება

FOTO ADIGENI  სოფელ ადიგენის ადგილობრივი გზის მოასფალტება–რეაბილიტაცია;  ქვემო ენთელი–ზემო ენთელი–ფხეროს მიმართულებით სავალი გზის აღდგენა; პატარა სმადის გზის რეაბილიტაცია– ეს ის სამი პროექტია, რომელსაც ადიგენის მუნიციპალიტეტი დასაფინანსებლად რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში გადააგზავნის.

თვითმმართველობაში ამბობენ, რომ სამუშოები შპს ,,რენესანსი 77“–ის  წარმომადგენელმა, დავით ჩაჩანიძემ უკვე დააპროექტა და ამ დროისათვის  ინფრასტრუქტურის სამსახურში გაწერილი საქმიანობის გადამოწმება მიმდინარებს.

პროექტების მიხედვით,  სოფელ ადიგენის  კილომეტრ–ნახევარიანი გზის რეაბილიტაციისათვის, რაც მის მოასფალტებას, რკინა–ბეტონის სანიაღვრე არხებისა და მილ–ხიდების მშენებლობასაც მოიცავს, ადიგენის მუნიციპალიტეტი სამინისტროდან  460 000 ლარს მოითხოვს, პატარა სმადის გზისათვის, რომელიც ასევე დაახლოებით კილომეტრ–ნახევარია  400 000 ლარამდე, ხოლო ქვემო ენთელი–ზემო ენთელი–ფხეროს მიმართულებით გზის რეაბილიტაციისათვის  პროექტში დაახლოებით მილიონია გაწერილი. გამგეობაში ამბობენ, რომ აღნიშნული გზის აღდგენითი სამუშოები  2 ეტაპად განხორციელდება.  პირველ ეტაპზე 650, შემდეგ კი დანარჩენი 3 200 მეტრი შესრულდება.

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, მიმდინარე წელს იგეგმება, გასულ წელს დაფინანსებული  სოფელ მლაშის სასმელი წყლის ქსელის რეაბილიტაცია, რადგან 2014 წელს, ტენდერში გამარჯვებული ფირმა სამუშოების შესასრულებლად არ გამოცხადდა.

პროექტი ტენდერზე მეორედ დაიდო, მასში გამარჯვებულმა ფირმამ კი  ზამთრის პერიოდისა და უამინდობის გამო, სამუშობი ვერ განახორციელა. ადიგენის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის , არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის უფროსი,გოდერძი სხირტლაძე  ,,მე–9 არხთან“ განმარტავს, რომ მლაშის წყლის სისტემის რეაბილიტაციის სამუშაოები უკვე დაწყებულია და დასახლებაში მშენებარე ფირმამ 120 000 ლარის სამმშენებლო მასალა უკვე შეიტანა.

2014 წელს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ, ადიგენის მუნიციპალიტეტში, 3 პროექტი დაფინანსდა.  დაბა ადიგენის ქუჩების რეაბილიტაცია, დაახლოებით 5 00 000 ლარით, ვარხანი-წახნის გზის რეაბილიტაცია  700 000 ლარის ფარგლებში და მლაშის სასმელი წყლის ქსელის რეაბილიტაცია  6,450 ლარის ღირებულებით.

2015 წლის პროექტებს ადიგენის მუნიციპალიტეტი  სამინისტროში უახლოეს დღეებში გადააგზავნის.

 

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე