”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ახალციხის სავაჭრო ცენტრში მაღაზია გაქურდეს

bazari   ახალციხის სავაჭრო ცენტრში საყოფათცხოვრებო ნივთების მაღაზია გაიქურდა. შემთხვევა 10 აპრილს, ღამის საათებში მოხდა. როგორც სავაჭრო ცენტრში ამბობენ, პლასტმასებისა და ჭურჭლის მაღაზიიდან წაღებულია თანხა, დაახლოებით 300 ლარის ოდენობით.

ახალციხის სავაჭრო ცენტრის დირექტორის, ნოდარ გოროხოვის თქმით, შემთხვევის შესახებ მათ დღეს, 11 აპრილს, დილით გაიგეს და სამართალდამცველებს შეატყობინეს. მისივე განმარტებით, სავაჭრო ცენტრში ეს ქურდობის პირველი შემთხვევაა და დანაკლისი მხოლოდ ერთ მაღაზიაში აღმოჩნდა.

საქმეზე გამოძიება სსკ–ის 177–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას ითვალისწინებს და ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით ერთიდან სამ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით.

შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში, ახალციხეში, სავაჭრო ობიექტის გაქურდვის უკვე მეორე ფაქტია. მსგავსი შემთხვევა, 31 მარტს, მოხდა, რა დროსაც მერაბ კოსტავას ქუჩის184 ნომერში მდებარე მინი–მარკეტი “ალეკო” გაქურდეს და ნავაჭრი თანხა, დაახლოებით 1200 ლარამდე წაიღეს.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე