”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

წინასააღდგომო სამზადისი და პროდუქტების ფასები ახალციხეში

წინასააღდგომო სამზადისი და პროდუქტების ფასები ახალციხის სავაჭრო ცენტრში. ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, რომ სააღდგომოდ გაძვირებული პროდუქტის შეძენა უხდებათ, თუმცა აღნიშნულს უარყოფს მოვაჭრეთა ნაწილი.

კვერცხი 35 თეთრი,  ერთი კილოგრამი ყველი – 5 ლარი, სააღდგომო პასკა – 1ლარიდან – 4 ლარამდე –  ახალციხის სავაჭრო ცენტრში სააღდგომოდ პროდუქტზე ფასებმა 10–15 თეთრით მოიმატა. მიუხედავად ამისა, დღესასწაულამდე ორი დღით ადრე ბაზარში  ხალხმარავლობაა. მოსახლეობამ  წინასააღდგომოდ პროდუქტების შეძენა რამდენიმე დღის წინ დაიწყო. მათი თქმით, ფასები  ძირითადად ხილ–ბოსტნეულსა და კვერცხზეა მომატებული,

ახალციხის ბაზარში მოვაჭრეთა ნაწილი ფასების მომატებაზე საუბრობს და ამის მიზეზად სააღდგომო პერიოდს ასახელებს. მათი თქმით, პროდუქტის ღირებულება უმნიშვნელოდ, მაგრამ მაინც გაზრდილია.

მოვაჭრეთა  ნაწილი სურსათზე ღირებულების გაზრდას უარყოფს  და ამბობს, რომ   ფასები მხოლოდ ცალკეულ პროდუქტზეა მომატებული. მაგალითად, არ არის გაზრდილი ფასი ხორცზე. მოვაჭრეთა თქმით, მისი ღირებულება  ისევ 11 ლარია . მცირე მეწარმეები ამბობენ, რომ ფასებს ვერ ზრდიან, რადგან მოსახლეობა უსახსრობის გამო მხოლოდ აუცილებელ პროდუქტს ყიდულობს.

ახალციხის ბაზარში ამბობენ, რომ პროდუქტებზე ღირებულების ზრდა დროებითია. მოვაჭრეთა თქმით, აღდგომის დღესასწაულის შემდეგ სურსათზე  ფასები ისევ დარეგულირდება.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე