”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

,,თანადგომა პოლიციას“- სოლიდარობის აქცია ახალციხეში

,,თანადგომა პოლიციას“- ამ სახელწოდებით დღეს, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის რაიონულმა ორგანიზაციამ აქცია გაამართა.

მის მიზანს მოკლული პოლიციელებისა და მათი ოჯახებისთვის სოლიდარობისა და თანადგომის გამოცხადება წარმოადგენდა.

მოინაწილეებმა ქალაქში სტიკერები ლოზუნგით ,,თანადგომა პოლიციას“გააკრეს. ნიკოლოზ ხიზაძის განცხადებით, მსგავსი სახის აქცია საქართველოს ყველა ქალაქში მიმდინარეობს. ,,ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ორი პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებულის შალვა აბულაძის დაკავებასაც გამოეხმაურა და სამართალდამცველებს კრიმინალთან ბრძოლის გამკაცრებისკენ მოუწოდა.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე