ზღაპრები, მოთხრობები, ლექსები – ეს იმ წიგნების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც ახალციხის მეშვიდე სკოლის აღსაზრდელებს გადაეცათ. აქცია პროექტ „მაკულატურას“ ფარგლებში არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატ მესხთა კავშირის“ ორგანიზებით განხორციელდა. მისი წარმომადგენლების თქმით, პროექტის ფარგლებში თბილისში 1 ტონაზე მეტი მაკულატურა გაიგზავნა, რის სანაცვლოდაც, 100–მდე სხვადასხვა დასახელების წიგნი ჩამოიტანეს. მათივე თქმით, ღონისძიების მთავარ მიზანია, წიგნები იმ ბავშვებს გადაეცეთ, რომლებსაც მსგავსი ლიტერატურა ყველაზე მეტად სჭირდებათ. აქციის ფარგლებში, სახელმძღვანელოების გადაცემა ,,მწვანე სახლისა“ და სოფელ არლის შშმ პირთა სარეაბილიტაციო ცენტრის „ღვთის შვილების“ აღსაზრდელებისთვისაც იგეგმება.