”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

სოფელ ღრელის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები სრულდება

სოფელ ღრელში გზის რეაბილიტაცია  დასკვნით ეტაპზე  გადადის. ამ დროისათვის ასფალტის საფარის დაგების ბოლო სამუშაოები მიმდინარეობს.  გზის მშენებლობის პროცესი  დღეს სამცხე–ჯავახეთის  გუბერნატორმა აკაკი მაჭუტაძემ და ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა მელიქიძემ  მოინახულეს. სამუშაოები გასული წლის სექტემბრის თვეში დაიწყო თუმცა კლიმატური პირობების გაუარესების გამო მისი რეაბილიტაცია ამ დრომდე გაგრძელდა.  გზის მშენებლობას  ტენდერში გამარჯვებული კომპანია „მესხეთი ავტო გზა“ ახდენს.

ასფალტის საფარის დაგების გარდა, სოფელ ღრელში მოეწყო სანიაღვრე არხები, საკანალიზაციო და სასმელი  წყლის სისტემები, მოწესრიგდა  სოფლის სასაფლაოებამდე მისასვლელი გზაც.  მუნიციპალიტეტის პირველი პირის განმარტებით, კომპანია  სამუშაოებს 15 აპრილს უკვე ოფიციალურად დაასრულებს.

გზის რეაბილიტაციისათვის ბიუჯეტიდან  572 000 ლარზე მეტი დაიხარჯა.  რეგიონის პირველი პირების განმარტებით, მიმდინარე წელს მოხდება საფარის 8 კილომეტრიანი გზის რეაბილიტაციაც, რომელსაც ინფრასტრუქტურის სამინისტრო მსოფლიო ბანკის დაფინანსებით განახორციელებს.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე