ზეთი, შაქარი ფქვილი და პასკა–ეს იმ პროდუქტთა ჩამონათვალია, რომელიც ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობამ, ტერიტორიაზე მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ 27 ოჯახს და უკიდურესად გაჭირვებულ 2 ოჯახს წინასააღდგომოდ გადასცა. ერთი ოჯახისთვის გადაცემული პაკეტის ღირებულებამ 70 ლარი შეადგინა.
გარდა ამისა, ადგილობრივმა თვითმმართველობამ სადღესასწაულოდ დიალეზით დაავადებულ რვა ადამიანს 150 ლარი ჩაურიცხა, 75 –75 ლარი მიიღო 109 უსინათლომ და 40–მა პირველი ჯგუფის ინვალიდმა.
გამგებლის მოადგილის განმარტებით, წინასააღდგომოდ ადგილობრივი ბიუჯეტიდან ჯამში 14 405 ლარი გამოიყო.
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ამბობენ, რომ მსაგვსი სახის საქველმოქმედო აქციები ერთჯერადი არ იქნება და დღესასწაულებზე მუდმივ ხასიათს მიიღებს.