”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ახალციხეში 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალთან წელსაც შეკრიბებიან

ხვალ ცხრა აპრილის ტრაგედიიდასთან დაკავშირებით, ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობა და ქალაქის მერია ღონისძიების გამართვას გეგმავს.

მერიის კულტურის სამსახურის უფროსის თქმით, ქალაქის ცვნტრალურ პარკში ტრაგიკულად დაღუპულთა მემორიალს მხარის პირველი პირები გვირგვინით  შეამოკობენ.  ხოლო გარდაცვლილ გმირებს, პანაშვიდს ივლიტის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი იოანე გადაუხდის. ღონისძიებაში მონაწილეობას ადგილობრივი ფოლკოლრული ანსამბლი „მესხეთი“ და მგალობელთა გუნდი  მიიღებენ.

ახალციხის მერიის კულტურის სამსახურის ინფორმაციით, ღონისძიება 13:00 საათზე დაიწყება და დაღუპულ გმირთათვის პატივის მიგება ნებისმიერ ადგილობრივს შეეძლება.

Information

This entry was posted on 08/04/2015 by in ანონსი and tagged .

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე