”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

რა ვითარებაში დაიწვა შალვა აბულაძის კაფე, უცნობია

ბორჯომში 9 აპრილის ქუჩაზე მდებარე კაფეში ხანძარი გაჩნდა.  არსებული ინფორმაციით, გასულ ზაფხულს კაფე ,,1+2″-ს, პოლიციელის მკვლელობაში ეჭვმიტანილი შალვა აბულაძე ამუშავებდა.კაფეში დამწვარია სამზარეულო. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით შსს ბორჯომის სახანძრო-სამაშველო სამსახურში შეტყობინება არ შესულა. შესაბამისად,  ხანძრის ჩასაქრობად შემთხვევის ადგილზე არც ჯგუფი გასულა.

მომხდარს თვითმხილველები არ ჰყავს. ადგილობრივები ამ თემაზე საუბრისგან თავს იკავებენ. უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზიც.

შინაგან საქმეთა სამინისტროს  ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს.

Information

This entry was posted on 07/04/2015 by in სამართალი.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე