”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

პატარა პამაჯის სკოლას საჩუქრად 400 წიგნი გადაეცემა

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის განხორციელებისათვის შესარჩევი პრიორიტეტები, სოფლებში ნაგვის ურნების დადგმა და აღდგომის  დღესასწაულისათვის მზადება იყო  ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის შეხვედრაზე განხილული ძირითადი საკითხები. ზაზა მელიქიძის თქმით, სოფლის მხარდაჭერიის პროგრამის ფარგლებში ზოგიერთ ტერიტორიულ გაერთიანებაში პრიორიტეტების შესარჩევად კრებები მეორედ ჩატარდება, პროექტების განხორციელება კი უახლოეს მომავალში დაიწყება.

გამგეობაში აქტიური სამზადისია  დღესასწაულებისთვის. სააღდგომოდ იძულებით გადაადგილებული 27 პირსა და უკიდურესად გაჭირვებულ 2 ოჯახს 70 ლარის ღირებულების სასურსათე პაკეტი გადაეცემა.  დიალეზით დაავადებულ 8 ადამიანს გამგეობისგან 150 ლარი ჩაერიცხება, ხოლო 109 უსინათლო და ორმოც პირველი ჯგუფის ინვალიდს  – 75 ლარი . 

ქალაქის მერია და გამგეობა ერთობლივი ღონიძიებების ჩატარებას გეგმავს  9 აპრილს მემორიალთან. ასევე სამზადისი მიმდინარეობს 14 აპრილისათვის, როგორც თათბირზე კულტურის სამსახურის უფროსმა განაცხადა, დედაენის დღესთან დაკავშირებით, პირველკლასელები ფასიან საჩუქრებს მიიღებენ.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ ეროვნული ბიბლიოთეკა პატარა პამაჯის სკოლას, საჩუქრად 400 წიგნს გადასცემს.

Information

This entry was posted on 07/04/2015 by in საზოგადოება.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე