”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ორმაგ მკვლელობაში ბრალდებულს მოსამართლემ 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

SASAMARTLOOსოფელ გოგაშენში ბებიისა და შვილიშვილის მკვლელობის საქმეში ბრალდებულს მოსამართლემ განაჩენი გამოუტანა.  გიორგი ლონდარიძის გადაწყვეტილებით. გენადი იაკობაძეს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

სასამართლო პროცესი დღეს, 7 აპრილს ახალციხის რაიონულ სასამართლოში გაიმართა. დღევანდელ სხდომაზე ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა დასკვნითი სიტყვები წაიკითხეს და მოსამართლეს მიმართეს, რომ მან სამართლიანი განაჩენი გამოიტანოს.

პროცესზე დაცვის მხარემ საქმეში ბრალდებულის გენადი იაკობაძის მიმართ, საქმის სისხლის სამართლებრივი ძიების შეწყვეტა იშუამდგომლა. აღნიშნული შუამდგომლობა მოსამართლე გიორგი ლონდარიძემ არ დააკმაყოფილა.

გარდა ამისა, დღევანდელ სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა, ექსპერტი თეიმურაზ ხარებავა, რომელიც წინა სასამართლო სხდომებზე დისტანციური წესით უნდა დაკითხულიყო, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო პროცესი გადაიდო.

შეგახსენებთ, რომ ახალქალაქში მკვლელობა, გასული წლის 10 ივლისს მოხდა, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის, 109-ე  მუხლით მიმდინარეობს, რაც  დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

Information

This entry was posted on 07/04/2015 by in სამართალი and tagged .

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე